17, ივლისი 2018 20:05:00
აჭარის რაგბის კავშირს ახალი პრეზიდენტი ჰყავს. თანამდებობაზე ალექსანდრე მითაიშვილი დაინიშნა. გადაწყვეტილება მოწონთ კავშირის წევრებს და აცხადებენ, რომ მითაიშვილს რაგბის განვითარებაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი. ალექსანდრე მითაიშვილმა ზურაბ დოლიძე ჩაანაცვლა. დოლიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად 2017 წელს აირჩიეს, თანამდებობა კი მისი სურვილით დატოვა.