სამშაბათი 20, აგვისტო 2019

ფრანების ფესტივალი ბათუმში

28, ივლისი 2018 20:06:00

100-მდე სხვადასხვა სახისა და ზომის ფრანი ჰაერში- ბათუმი ფრანების ფესტივალს მასპინძლობს. ფესტივალი  ბათუმის ცენტრალური პარკის მოპირდაპირედ, სანაპიროზე გაიხსნა და ორ დღეს გაგრძელდება. საკუთარი ფრანის გაშვება ნებისმიერ მსურველს შეუძლი, მათ ასევე საშუალება ექნებათ, მიიღონ მონაწილოება სხვადასხვა მასტერკლასებში. შედგება სპორტული ფრანების შოუც. ფესტივალი საქართველოში პირველად ტარდება და მისი მიზანი სპორტული, სამოყვარულო ფრანოსნობის განვითარებაა.  ღონისძიება აჭარის განათლების კულტურისა და სპორტის სამინისტროს თავისუფალი პროექტების ფარგლებში ხორციელდება.


დღის ამბები