სამშაბათი 20, ნოემბერი 2018

ვიცე მერი და ავტოტრანსპორტის დირექტორი ოპოზიციის კითხვებს პასუხობდა

13, სექტემბერი 2018 20:12:00

ბათუმის ვიცე მერმა და შპს ,,ავტოტრანსპორტის“ ხელმძღვანელობამ  ოპოზიციის  კითხვებს უპასუხა.  ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომაზე დეპუტატებს ახალი  ავტობუსების შეძენასთან დაკავშირებით ჰქონდათ შეკითხვები. ოპოზიციის თქმით, პროცესში  კორუფციის ნიშნები იკვეთება . თქვეს, რომ ტენდერი არასათანადოდ ჩატარდა. ოპოზიციის ბრალდებას უარყოფენ შპს ავტოტრანსპორტში და აცხადებენ, რომ ავტობუსების შესყიდვა კანონის სრული დაცვით მოხდა. შეგახსენებთ, რომ ფრაქციის სხდომაზე ბათუმის მერისა და შპს ავტოტრანსპორტის ხელმძღვანელობის დასწრების მოთხოვნით, ნაციონალური მოძრაობის წევრებმა საკრებულოს, გასულ კვირას მიმართეს.


დღის ამბები