14, სექტემბერი 2018 20:10:00
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ჩეხეთის დელეგაციას მასპინძლობდა. თორნიკე რიჟვაძემ და ჩეხეთის ვაჭრობისა და ინდუსტრიის მინისტრმა შევხედრაზე მზადყოფნა გამოთქვეს მხარეებს შორის არსებული ურთიერთობების კიდევ უფრო გაძლიერებაზე. მთავრობის თავმჯდომარის თქმით, ქვეყნებს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა ისეთ საკითხებში, როგორიცაა ჯანდაცვა, კულტურა, ეკონომიკა და თავდაცვა, კვლავ გაგრძელდება.