11, ოქტომბერი 2018 14:05:00
„აჭარის აგრარული შესაძლებლობები“ - რეგიონი საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმს მასპინძლობს. 12 ქვეყნის 30 კომპანია აჭარაში წარმოებული პროდუქციის ხარისხობრივ მაჩვენებლებს ეცნობიან. ღონისძიების ფრაგლებში სტუმრებს საინვესტიციო პოტენციალი და ადგილობრივი პროდუქცია წარუდგინეს. შეხვედრაზე მხარეებმა წარმოების გაზრდის შესაძლებლობასა და სამომავლო თანამშრომლობის გზებზე ისაუბრეს. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ახალი საინვესტიციო მიმართულებებზე გააკეთა განცხადება, რომელიც ტურიზმის მიმართულებითაა დაგეგმილი.