31, ოქტომბერი 2018 14:08:00
არსებული სოციალური ფონი - საკითხები, რომლებზეც დროული რეაგირება არ მოხდა, პრობლემები და კომუნიკაციის არ ქონა - ეს იმ მიზეზების ჩამონათვალია, რომლებსაც თორნიკე რიჟვაძე საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებზე აკეთებს. თავმჯდომარემ შეფასებით დაიწყო მთავრობის სხდომა. ამბობს, რომ მხარდამჭერების მობილიზება შესაბამისად ვერ მოახერხეს. რეგიონის პირველ პირს მიღწევად მიაჩნია, რომ არჩევნებმა დარღვევების გარეშე ჩაიარა და სუბიექტები თანაბარ პირობებში იბრძოდნენ. მიუხედავად შედეგებისა აცხადებს, რომ მეორე ტურში იმ არჩევანს ვიხილავთ რომელიც უნდა გაკეთებულიყო.