14, ნოემბერი 2018 17:16:00
ბათუმის მერიაში ელექტრო ავტობუსების შესყიდვიდ წინასატენდერო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კონსულტანტები და ექსპერტები ესწრებოდნენ. შეხვედრის მიზანი ტენდერით დაინტერესებული კომპანიებისთვის ინფორმაციის გაცნობა იყო. მერიის ინფორმაციით სატენდერო დოკუმენტაცია 4 კომპანიას აქვს გამოთხოვილი. ტენდერი ორ ეტაპად ჩატარდება, პირველი მონაწილე კომპანიების კვალიფიკაციის დაზუსტება იქნება, რომელიც დეკემბერში დასრულდება, შმდეგი ეტაპი კი ფასების განსაზღვრა, რომლის შედეგადაც გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.