13, დეკემბერი 2018 17:03:00
“ორგანული სასუქების გადამამუშავებელი ტერმინალი მოქალაქეებისთვის საფრთხის შემცველი არ იქნება“ - განცხადება ამის შესახებ პორტის კომერციულმა დირექტორმა გააკეთა. ილიას მუკატოვის განცხადებით, ორგანიზაციაში შესული პროდუქცია სასოფლო სამეურნეო მოხმარებისთვის იქნება განკუთვნილი. მისივე თქმით, ქიმიური ნივთიერებების ტერმინალის გახსნასთან დაკავშირებით მზად არიან ღიად ისაუბრონ. შეგახსენებთ, რომ 14 დეკემბრისთვის დაანონსებულია აქცია აღნიშნული ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ.