16, იანვარი 2019 20:00:00
გენდერული თანასწორობის საბჭოს 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი განიხილეს. დოკუმენტი ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერებას, გენდერული ბიუჯეტის ფორმირებას, ქალთა პოლიტიკაში მონაწილეობის გაზრდას და ამ კუთხით შესაბამისი საკანონმდებლო ღონისძიებების გატარებას, ასევე, ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. სამოქმედო გეგმის პროექტი რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს გენდერული თანასწორობის საბჭომ შეიმუშავა.