12, იანვარი 2017 11:16:00
ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია იწყება. ცვლილება შეეხება როგორც საშტატო პოზიციებს, ასევე - ადმინიატრაციის სტრუქტურას. გიორგი ერმაკოვის განმარტებით, გაუქმდება მისი მესამე მოადგილის შტატი და სამსახურები კონკრეტული პროფილის მიხედვით დაიყოფა. მერი გადაწყვეტილებას უწყების ადმინისტრაციის ფუნქციური დატვირთვით ხსნის. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ცვლილებები შეეხება მხოლოდ მერიას, მის დაქვემდებარებულ აიპებსა და შეპესეებში კი ცვლილებები მოგვიანებით განხორციელდება. ერმაკოვი ირწმუნება, რომ რეორგანიზაცია თამაშრომლების შემცირებას არ გულისხმობს.