13, მარტი 2019 17:11:00
რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობა დასრულს უახლოვდება. ახლა საავადმყოფოს აღჭურვის საკითხზე მუშაობა მიმდინარეობს. აჭარის ფინანსთა და ეკონიმიკის მინისტრი ობიექტის გასხვისებას გამორიცხავს. მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულება 170 საწოლზე იქნება გათვლილი. მისი აღჭურვის ხარჯებს ცენტრალური ხელისუფლება უზრუნველყოფს. საავადმყოფოს დირექტორის განცხადებით, ჰოსპიტალში ყველა იმ სერვისის მიღება იქნება შესაძლებელი, რასაც რესპუბლიკური საავადმყოფო აქამდე სთავაზობდა პაციენტებს. მშენებლობით რეგიონში 24 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.