სამშაბათი 17, სექტემბერი 2019

გაზრდილი დანამატები პედაგოგებს

13, იანვარი 2017 08:25:00

20 იანვრიდან, საჯარო სკოლის პედაგოგები, ხელფასთან ერთად, გაზრდილ დანამატს აიღებენ. მომატებულ ანაზრაურებას მხოლოდ ის მასწავლებლები მიიღებენ, რომლებსაც საგნობრივი გამოცდა აქვთ ჩაბარებული. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მასწავლებლებისთვის დანამატის გაზრდის შესახებ შესაბამისი ბრძანება გასული წლის 30 დეკემბერს გამოსცა. დანამატების რაოდენობა განსხვავდება საფეხურების მიხედვით. უფროსი მასწავლებლები, 180-ის ნაცვლად, 320 ლარს მიიღებენ, წამყვანი პედაგოგები 270-ის ნაცვლად -500-სს, მენტორ-აღმზრდელებს კი 400-ის ნაცვლად, 700 ლარი დაემატებათ.  გაზრდილ დანამატს  ბათუმში, ჯამში, 500 პედაგოგი მიიღებს.

 


დღის ამბები