15, მარტი 2017 20:07:00
სანამ შაჰინის სახელობის სკოლა-ლიცეუმის საქმეს სასამართლო განიხილავს, სასწავლებლის დამფუძნებლებმა სკოლის რებრენდინგი გადაწყვიტეს, რაც საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სახელის შეცვლას გულისხმობს, ხოლო პროფილი, როგორც განმარტავენ შენარჩუნდება. შაჰინის სკოლა-ლიცეუმს ფუნქციონირების უფლება ავტორიზაციის საბჭომ 13 თებერვალს შეუწყვიტა. მიზეზად კი სასწავლებელში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევები დასახელდა. რაც შეეხება სკოლის აღსაზრდელებს, ისინი ბათუმის სხვადასხვა სკოლაში განაგრძობენ სწავლას.