28, მარტი 2017 20:40:00
ზურაბ პატარაძე ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ახალგაზრდებს ვიზალიბერალიზაციის დადებით მხარეებზე, პერსპექტივებსა და შესაძლებლობებზე ესაუბრა. შეხვედრას ძირითადად ის სტუდენტები ესწრებოდნენ, რომლებიც ევროპის უნივერსიტეტში სხვადასხვა პროგრამით გადიოდნენ სასწავლო კურსს. ზურაბ პატარაძემ ყურადღება ბათუმის უნივერსიტეტში მოქმედ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების მნიშვნელობაზე გაამახვილა.