07, აპრილი 2017 20:04:00
ნატოს დღეები საქართველოში გრძელდება. კამპანიის ფარგლებში ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაბლაბის სამეწარმეო ინოვაციის ლაბორატორიის სტუდენტებმა ნატოს თემაზე დამზადებული სხვადასხვა ნივთები წარმოადგინეს. გამოვლინდა საუკეთესო ნამუშევარიც. გამარჯვებული ნანა პატარაძე გახდა. ღონისძიების მონაწილეებს ორგანიზატორებმა სერთიფიკატები და საჩუქრები გადასცეს. გამოფენა კონკურსი ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ ორგანიზებით გაიმართა. ნატოს დღეები საქართველოში წელს მეათედ ტარდება. კამპანიის მიზანი ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის შესახებ მოქალაქეების ინფორმირება და ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.