21, აპრილი 2017 20:01:00
დედამიწის დღის ფარგლებში ბათუმში კიდევ ერთი აქცია მოეწყო. საჯარო და კერძო სკოლის მოსწავლეებმა ქალაქში სკოლის მიმდებარე პარკები და სკვერები დაასუფთავეს. აქციას ორგანიზებას აჭარის განათლების სამინისტრო უწევდა. 22 აპრილს მსოფლიო დედამიწის დღეს აღნიშნავს. საქართველოში თარიღს 1990 წლიდან შეუერთდნენ.