07, ნოემბერი 2019 19:39:00
საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების, მე-13, საერთაშორისო კონფერენცია დასრულდა. ფორუმის მონაწილეებმა ქვეყნის წინაშე არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. შეხვედრაზე რუსეთის მხრიდან განხორციელებული გლობალური ჰიბრიდულ ომი განიხილეს. სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსებმა, საქართველოს მიერ, „ნატოსკენ“ მიმავალ გადადგმულ სწორ ნაბიჯებზე გაამახვილეს ყურადღება.
დღევანდელი პანელი, ბრიუსელიდან, ნატოს გენერალური მდივანის ყოფილმა მოადგილემ გახსნა. როუზ გოტემიულერის თქმით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი ძალაში რჩება. მან საქართველოს სამაგალითო პარტნიორი უწოდა.
საქართველოს სტრატეგიული მზადყოფნა - სიტყვებიდან ქმედებებამდე ფორუმი ამ სესიით დასრულდა. სესიაზე საქართველოს თავდაცვის უნარიანობაზე ისაუბრეს. კონფერენციის მონაწილეებმა საქართველოს მთავარ გამოწვევად რუსეთი, ოკუპირებული ტერიტორიები და ბორდერიზაციის პროცესი დაასახელეს. შეხვედრაზე ნათო- საქართველოს არსებითი პაკეტის განახლებაც დაიგეგმა.
თავდაცვის ექსპერტებმა და პოლიტიკოსებმა ჰიბრიდულ ომებსა და არსებულ საფრთხეებზე იმსჯელეს. თავდაცვის მინისტრმა კონფერენციას წარმატებული უწოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა ამ ყველაფრის ფონზე აღნიშნა, რომ საზოგადოებას „ნატოში“ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ცრუ მოლოდინები არ უნდა შეექმნას.
ორ დღიან ფორუმს, თავდაცვის სფეროს საერთაშორისო ექსპერტები და სხვადასხვა ქვეყნის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ. კონფერენცია, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის აზრთა გაზიარებისთვის, ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს მომავლის თაობაზე, საუკეთესო პლატფორმად შეფასდა.