12, მაისი 2017 20:04:00
ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-10 საერთაშორისო გამოფენას მასპინძლობს. "EXPO BATUMI 2017“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა. გამოფენაზე რვა ქვეყნის 20 კომპანიაა წარმოდგენილი. ღონისძიებაში როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური კომპანიები,სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაციების, რესტორნების და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიები მონაწილეობენ. ექსპო ბათუმი სამ დღეს გაგრძელდება და 14 მაისს დაიხურება. გარდა კომპანიების მიერ წარმოდგენილი პროდუქციისა, წელს ღონისძიების ფარგლებში იგეგმება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები და პრეზენტაციები მონაწილეებისთვის.