08, აგვისტო 2017 20:27:00
რიგითი ბათუმელები, ქალაქის და რეგიონის ხელისუფლება დღეს კიდევ ერთხელ შეიკრიბა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა სახელობის სკვერში. დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრებთან ერთად, მათ მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ. 8 აგვისტოს ომიდან ცხრა წლის შემდეგ აქ დაღუპულთა ხსოვნისა და პატივსაცემად მემორიალი წელს დაიდგა. სკვერის კეთილმოწყობა კი ჯერ დასრულებული არ არის. რუსეთ-საქართველოს შორის ომს 2008 წელს აჭარიდან 17 სამხედრო პირი ემსხვერპლა, მათ შორის ორი ბათუმელი.