13, სექტემბერი 2017 14:08:00
მონადირეთა და მეთევზეთა კავშირის წევრებმა აჭარის მთავრობის სახლთან მორიგი საპროტესტო აქცია გამართეს. ამბობენ, რომ გუშინ მთავრობის აპარატის ადმინისტრაციულ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსისგან ე.წ „პოლიგონზე“ ნადირობისთვის სიტყვიერი ნებართვა მიიღეს, თუმცა ტერიტორიაზე გასულ მონადირეები მაინც დააჯარიმეს. აქციის მონაწილეები კახა შაშიკაძეს დღესაც შეხვდნენ, თუმცა მოლაპარაკების შედეგით უკმაყოფილოები არიან. მონადირეთა კავშირის თავმჯდომარე აცხადებს, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად ყველა კანონიერი გზას მიმართავს.