25, ოქტომბერი 2017 20:48:00
ხელვაჩაურის საოლქო საარჩევნო კომისიამ ხმათა უმრავლესობით „ბაქრაძე-უგულავა ევროპული საქართველოს“ საჩივარი არ დააკმაყოფილა. შესაბამისად, 46-ე უბნის შედეგები ბათილად არ გამოცხადდა. კომისიამ დაასკვნა, რომ ბიულეტენებსა და მისულ ამომრჩეველს შორის არსებული ცდომილება ოქმში მექანიკური შეცდომა იყო, რაც შესწორების ოქმებში დაზუსტდა, თუმცა იყო კიდევ ერთი გარემოება, რაზეც საოლქო კომისიამ უახლოეს დღეებში უნდა იმსჯელოს. კომისიის ორი წევრი აცხადებს, რომ შესწორების ოქმებზე მათი ხელმოწერები გაყალბებულია და საჩივრით ოლქს უკვე მიმართეს. „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატს მიაჩია, რომ უბნის შედეგებსა და საუბნო კომისიის წევრების საჩივრებზე ერთობლივად უნდა ემსჯელა, ამიტომ აპირებს სასამართლოს მიმართოს. რაც შეეხება სხვა დანარჩენს, „სამართლიანი არჩევნების“ საჩივრების საფუძველზე მე-19-ე, 22-ე და 24-ე უბნების თავმჯდომარეებსა და მდივნებს შენიშვნა-გაფრთხილება მიეცათ. მათ მიერ შედგენილ ოქმებს რეკვიზიტები აკლდა.