02, ნოემბერი 2017 17:08:00
კონკურსი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა , განათლების, საბუნებისმეტყველო და ჯანდაცვის, ფიზიკა მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე, დეკანის პოზიციის დაკავების უფლება აკადემიური თანამდებობის მქონე იმ ადამიანებს შეუძლიათ, რომელთაც საქმიანობის არანაკლებ 3 წლიანი გამოცდილება აქვს. დაინტერესებულმა პირებმა განცხადებასთან ერთად პირადობის დამადასტურებელი ასლი, CV, სამოქმედო გეგმა 8 დეკემბრამდე უნდა წარადგინონ. გამარჯვებულები 14 დეკემბერს გამოვლინდებიან.