07, თებერვალი 2017 11:22:00
ბათუმში, კიკვიძის ქუჩაზე 50-წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. მამაკაცის ცხედარი მაშველებმა დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში იპოვეს. მეზობლები ამბობენ, რომ მამაკაცი 5 დღის განმავლობაში არ გამოჩენილა, ამიტომაც დასახმარებლად პოლიციას მიმართეს. მათივე თქმით, გარდაცვლილი ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მოგვიანებით, ცხდერას სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.