06, თებერვალი 2018 20:07:00
მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა ბათუმი-ახალციხის დამაკავშირებელ გზაზე. დაჭაობებული ფრიდონ ხალვაშის გამზირი ტროტუარის, მოსაცდელების, ზებრა გადასასვლელებისა და საგზაო ნიშნულების გარეშეა დარჩენილი. პრობლემა, რომელზეც სიუჟეტი მაცნეს გადამღებმა ჯგუფებმა არაერთხელ მოამზადეს, დღემდე ვერ გადაჭრა პასუხისმეგებლმა უწყებამ , სადაც დღეს კიდევ ერთხელ გაგვიმეორეს, რომ ქუჩის კეთილმოწყობის პროექტი განხორციელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი ვერ დაგვისახელეს.