07, თებერვალი 2018 14:11:00
8 წლის მოზარდი ქუჩაში. ბავშვი ჭავჭავაძის ქუჩაზე გუშინ იპოვეს. საქველმოქმედო ორგანიზაცია „იალქანი“ სოციალურ მომსახურების სააგენტოს დახმარების მიზნით მიმართავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, ბავშვი სახლიდან დილით გამოდიოდა და მთელ დღეს სკოლის ნაცვლად ქუჩაში ატარებდა. ირკვევა, რომ მოზარდი სალიბაურის სკოლა ინტერნატში ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ დადიოდა, ამის მიზეზად კი ორგანიზაციის დირექტორის მტკიცებით, მშობლებმა სკოლის პერსონალის მხრიდან ბავშვის მიმართ მუქარა და აგრესიული მოპყრობა დაასახელეს. ვრცლად თემის დეტალები ჩვენს მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში.