15, თებერვალი 2018 17:01:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. ხიმშიაშვილის ქუჩაზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს შვიდი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა დახმარება ადგილზე გაუწიეს. მედიკოსების თქმით, პაციენტი კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.