05, მარტი 2018 17:06:00
ახალი საგადასახადო ინიციატივა მცირე მეწარმეებისთვის. სიახლის თანახმად მიმდინარე წლის 1 ივლისიდან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმოამდგენლები შემცირებული გადასახადებით ისარგებლებენ. კერძოდ ახალი საგადასახადო მოდელი გულისხმობს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს, გაზრდილ შემოსავლებსა და დასაბეგრი თანხების მინიმუმამდე დაყვანას. სიახლე დღეს შეხვედრაზე მამუკა ბახტაძემ მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნო. შეხვედრებს საქართველოს ფინასნთა მინისტრი რეგიონებში საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მართავს. საჯარო განხილვების შემდეგ კანონის პროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გადეგზავნება. კანონპროექტში 6 ინიციატივა ერთიანდება. დამტკიცების შემთხვევაში ახალი საგადასახადო რეჟიმი 120 ათასამდე მეწარმე ფიზიკურ პირს შეეხება.