08, მარტი 2018 14:21:00
10 საათზე მეტია, რაც თურქეთის საზღვართან მყოფი საქართველოს 40 მდე მოქალაქე საზღვრის გადმოკვეთას ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობს. მათი თქმით, მესაზღვრეები მიზეზად კომპიუტერული სისტემის გათიშვას უსახელებენ. სარფში მყოფი საქართველოს მოქალქეები თურქული მხარის მიერ სიტყვიერ შეურაცხყოფაზეც საუბრობენ. ისინი საკონსულოს და შესაბამის უწყებებს დახმარების თხოვნით მიმართავენ. ჩვენს სატელეფონო ზარებს ბათუმში თურქეთის საკონსულოში არ უპასუხეს. საკითხზე კომენტარი გააკეთა აჭარის თავრობის თავჯდომარემ.