16, მარტი 2018 17:17:00
ბათუმში, დავით აღმაშენებლის ძეგლი დაიდგმება, თუმცა როდის ჯერ-ჯერობით უცნობია. საკითხზე სასაუბროდ ბათუმის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე ორგანიზაცია "ქართული მარშის" წევრებს შეხვდნენ. შეხვედრას წინ მცირე ინცინდენტი უძღოდა, მარშის წევრები საკრებულოს სხდომაზე დასწრებას ითხოვდნენ, თუმცა საბოლოოდ მხარეები, საკრებულოს სხდომის პარალელურად დახურულ კარს მიღმა შეხვედრაზე შეთანხმდნენ. გადაწყდა, რომ საკითხზე მუშაობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია. "ქართული მარშის" მოთხოვნაზე რამდენიმე დღის წინ საკრებულომ განხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნული იყო, რომ აღმაშენებლის ძეგლი ქალაქში მომავალ წელს დაიდგმება, თუმცა ეს პირობა მოძრაობის წევრებისთვის მიუღებელი იყო. ქართულ მარშთან დახურულ კარს მიღმა შეხვედრა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე გააპროტესტა.