12, აპრილი 2018 14:21:00
პირველი ივნისიდან, ბათუმში ღამის საათებში ხმაურს პოლიციის ნაცვლად მერია გააკონტროლებს. მუნიციპალიტეტების ვალდებულება იქნება საღამოს საათებში, დააჯარიმოს ის დაწესბეულებები, სადაც ხმაურის სიმაღლე კანონით დადგენილ ნორმას აღემატება. საკითხზე დღეს ბათუმის მერიაში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც უწყების და სხვადასხვა ობიექტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სპეციალისტები ხმაურის დეციბალებს, შესაბამისი ხელსაწყოებით გაზომავენ. სანქცია წესდება ფოიერვერკის გასროლაზეც, ღამის 11 საათიდან დილის 8 საათამდე პიროტექნიკის გამოყენება დასჯადი იქნება. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. თემის დეტალებზე მაცნეს მთავარ გამოშვებაში ვისაუბრებთ.