30, აპრილი 2018 17:03:00
ციხისძირში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა. ისინი ძმები შავიშვილების დაკავებას მოითხოვენ, რომლებიც მათი მტკიცებით, თავდამსხმელები არიან. ვაჟა შავიშვილი ქობულეთის საკრებულოს დეპუტატია. ოპოზიცია მისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს. პარტია შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურას ფაქტით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. ქობულეთის საკრებულოს წევრი განმარტებებს ამ დრომდე არ აკეთებს. იგი სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.