02, მაისი 2018 14:11:00
როინ მიქელაძე და გიორგი ბრუნჯაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ. საქმის არსებითი განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს. სადავო ნორმის თანახმად, გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის დანაშაულის გამოძიებისას მოწმის დაკითხვა 1998 წლის 20 თებერვლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით ხორციელდება. მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული წესი მნიშვნელოვნად განსხვავდება 2009 წლის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესისგან. მიიჩნევენ, რომ სადავო ნორმების საფუძლველზე მოწმეების და ბრალდებუელბის მიმართ დიფერენცირებული მოპყრობა ხდება. მოსარჩელე მხარე დადგენილი წესის გაუქმებას ითხოვს.