22, მაისი 2018 14:02:00
ბათუმის დრამატული თეატრის ახალი სცენა პრემიერისთვის ემზადება. “განმშორებელი”- ასე ჰქვია რუმინელი რეჟისორის ნამუშევარს, რომელსაც ბათუმელი მაყურებელი იხილავს. ქალაქური კომედია ერთ მოქმედებად - სპექტაკლის მთავარ გმირს უჩნდება იდეა შექმნას ფირმა, რომელიც წყვილების გაყრით, მათი განშორებითაა დაკავებული. ამ "ნოვატორული" იდეის გამო, მთავარი გმირი სხვადასხვა დრამატულ თუ კომიკურ სიტუაციებში ხვდება. პრემიერა ივნისის დასაწყიში გაიმართება. იონ საპდარუ ბათუმის დრამატულ თეატრში მეორედ მუშაობს. მაყურებლის წინაშე პირველად სპექტაკლი „მსუქანი ბიჭი ნატურმორტში“ წარმოადგინა.