21, თებერვალი 2017 20:24:00
საქართველოს პირველი კონსტიტუციის მიღებიდან 96 წელი გავიდა. აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი პირველად ბათუმში დაიბეჭდა. იმ დროისთვის ბათუმში ათამდე სტამბა იყო. კონსტიტუციის დასაბეჭდად კი მაშინდელმა მთავრობამ ნესტორ ხვინგიას სტამბა შეარჩია, რომელიც დღევანდელი კოსტავას 13 ნომერში მდებარეობდა .