13, ივლისი 2018 17:06:00
კომახიძისა და ჯავახიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაობი მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში მიწისქვეშა კომუნიკაციები გამოიცვალა. მოეწყობა სანიაღვრე და საკანალიზაციო სისტემაც. ამ ეტაპზე ქუჩების მოასფალტება მიმდინარეობს. სანიაღვრე სისტემა არდაგანის ტბის მიმდებარედ მშენებარე სატუმბ სადგურს დაუკავშირდება, საიდანაც ჭარბი ნალექის შედეგად დაგროვილი წყლის დროული გადინება მოხდება.