22, აგვისტო 2018 20:40:00
ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში. აეროპორტის გზატკეცილზე ერთმანეთს მუნიციპალური ავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახნენ, რის შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, მათგან 2 უცხო ქვეყნის მოქალაქეა. აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. დაშავებულთაგან ერთმა კლინიკა დღესვე დატოვა. სხვა პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა კი სტაბილურია. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.