23, აგვისტო 2018 20:37:00
ბათუმში, ევრო 5 დიზელის 15 ახალი ავტობუსი უკვე ჩამოვიდა. 18 სავარძლიანი მინიციპალური ტრანსპორტი, სადაც 50-მდე ადამიანი მოთავსდება - აღჭურვილია კონდეცირების სისტემით, ასევე უახლესი ტექნოლოგიებით. ავტობუსები ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. ტრანსპორტი ქალაქის ტერიტორიაზე 15 სექტემბრიდან დაიწყებს მოძრაობას. 40 მუნიციპალური ავტობუსი ბათუმის მერიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 3 მილიონ 168 ათას ევროდ შეიძინა.