23, აგვისტო 2018 20:31:00
ფოლკლორის დღეების დასკვნითი კონცერტი გაიმართა. ღონისძება 29 ივლის გაიხსნა და ანბანის კოშკის მიმდებარედ ყოველდღიურად იმართებოდა. მასში თბილისური ანსამბლი ჩვენებურები ხულოს მუნიციპალიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი ხიხანი და უხუცესთა ანსამბლი ბერმუხა მონაწილეობდა. ფესტივალის მიზანი ქართული ტრადიციული ფოლკლორის პოპულარიზაციაა. კონცერტი წვიმის გამო გუშინ, შემცირებული ფორმტით დასრულდა.