27, აგვისტო 2018 20:44:00
ზუბალაშვილის ქუჩის 20 ნომერში მცხოვრებლები ბათუმის მერიას შესაძლო კორუფციულ გარიგებაში ადანაშაულებენ. საქმე ამავე კორპუსში პირველ სართელზე მდებარე ბინის კომერციულ ფართად გადაკეთებას ეხება. ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ მისმა მფლობელმა მეზობლების ნებართვის გარეშე დაიწყო სამშენებლო პროცესი, დოკუმენტაცია კი გააყალბა. ზაზა სიამაშვილი, ირწმუნება, რომ მერიას ამის შესახებ აცნობეს, თუმცა რეაგირება ამ დრომდე არ მოჰყოლია. ამიტომ ეჭვობენ, რომ უწყება მშენებლობას ხელს უწყობს. ზუბალაშვილის 20 ნომერში მცხოვრებლები ამბობენ, რომ ბინა ავარიულია და მისი კომერციულ ფართად გადაკეთება საყრდენი კედლის დაზიანებას გამოიწვევს.