08, ოქტომბერი 2018 14:20:00
ბათუმის მერი ორგანიზაცია ბათომის მოთხოვენების გათვალისწინებას არ გეგმავს. ლაშა კომახიძე განმარტავს, რომ ამ ეტაპზე კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებთან კონსულტაციებს მართავს, რის შემდეგაც განხილვები გაგრძელდება. ქალაქის პირველ პირი არასამათავრობო ორგანიზაციას ტემპერატურის არასწორად აწევაში ადანაშაულებს.
ლაშა კომახიძე
საზოგადოება ბათომის მიერ ორგანიზებულ აქციაზე ბათუმში ცათამბჯენების მშენებლობლობა გააპროტესტეს. ევროპის მოედანზე შეკრებილები აცხადებდნენ, რომ დაცვის ზონიდან გაქრა საზოგადოებრივი სივრცეები. მოქალაქეები მწვანე კონცხის ერთი ნაწილისთვის რეკრეაციული ზონის სტატუსის საქმიანი ზონით შეცვლასაც აპროტესტებენ. აქციის მონაწილეთა მტკიცებით, გეოგრაფიკის მიერ ჩატარებულ კვლევაში ისტორიიული დაცვის ზონები დაწესდა, რაც ბათუმის მერმმა თვითნებურად შეცვალა. ბათომის დამფუძნებელმა აქციის ოთხი მოთხოვნა გაახმოვანა.
შოთა გუჯაბიძე
გაწიე ბეტონი, დამანახე ზღვა შეწყდეს ბათუმის ჩაბეტონება ამგვარი ტრანსფარანტებით გამოხატავდნენ პროტესტს აქციის მონაწილეები. აქციის მსვლელობისას არმაზ ახვლედიანმა აღნიშნა, რომ მსგავს პრობლემებზე ხმამაღლა საუბარი და ხელისუფლებისთვის საკითხის გადაწყვეტის მოთხოვნა ყველა ბათუმელის მოვალეობაა.
არმაზი, ქეთი დუმბაძე
არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, მათ მთავრობის თავმჯდომარე დაუკავშირდა და აქციის დაწყებამდე შეხვედრა სთხოვა, რაზედაც მათ უარი უთხრეს. ბათომის წევრებმა თორნიკე რიჟვაძეს შეხვედრა აქციის შემდეგ შესთავაზეს, თუმცა რიჟვაძემ დაგეგმილი მივლინების მიზეზით შეთავაზებაზე უარი განაცხადა.