12, ოქტომბერი 2018 14:06:00
მერვე საერთაშორისო აგრო სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაიწყო. სამ დღიანი ღონისძიების ფარგლებში 65 მონაწილე კომპანიას შესაძლებლობა აქვს ინოვაციური ტექნოლოგიების ფართო საზოგადოებისთვის წარდგენისა და რეკლამირების. მეწარმეები ახალი კონტაქტების დამყარებას და ურთიერთთანამშრომლობასაც შეძლებენ. „აგრო ბათუმი 2018“-ში როგორც ადგილობრივი ისე უცხოური კომპანიები მონაწილეობენ.