ახალი ამბები • 7:41
ბათუმში ევროპის მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხეს აწყობენ
საზოგადოება
23 დეკ. 2024 • 16:24
ბათუმში ევროპის მოედანზე მთავარი საახალწლო ნაძვის ხეს აწყობენ. სამონტაჟო სამუშაოები 25 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. ტრადიციულად, ახალი წლის მთავარი ატრიბუტი სწორედ, ამ დღეს უნდა აანთონ. მერია სადღესასწაულო მორთულობებისთვის 2 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს. გამარჯვებული წელსაც აჭარგანათებაა, რომელიც ტენდერებს უკონკურენტოდ იგებს. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, საახალწლო ღონისძიებები წელსაც ევროპის მოედანზე უნდა გაიმართოს. თუმცა ჯერ ჯერობით უცნობია ვინ იმღერებს კონცერტებზე და რამდენი ლარი დაიხარჯება ჰონორარებისთვის. ცნობისთვის, ბათუმის მთავარი ნაძვის ხე, რომელიც ქილიკის საგანი გახდა, 2022 წელს მერიამ 968 387 ლარად, გადაუდებელი აუცილებლობის მოტივით, ტენდერის გარეშე შეისყიდა.

სავარაუდო მკვლელობა - საკუთარ სახლში ქალის ცხედარი იპოვეს
26 ნოე. 2024 • 7:42

ცოლის და სიდედრის სასტიკი მკვლელობა რუსთავში - ბრალდებულს უვადო თავისუ...
20 ნოე. 2024 • 7:12

დააკავეს პირი, რომელიც 26 ადამიანს საზღვარგარეთ სწავლას დაჰპირდა და 36...
15 ნოე. 2024 • 8:34
მეტის ნახვა