დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდება

მზია ამაღლობელი

ფოტო: ბათუმელები

ბათუმის საქალაქო სასამართლოში 13:00 საათზე, "ბათუმელების|ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი განახლდება. პროცესს ევროპარლამენტარი ლენა შილინგი და გერმანიის, შვედეთის და ესტონეთის ელჩები ესწრებიან.

მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს, ბათუმის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან დააკავეს. მას ბათუმის პოლიციის უფროს, ირაკლი დგებუაძეზე სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან.ბრალის დადასტურების შემთხვევაში მას 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ელის. ირაკლი დგებუაძე სილის გაწვნის გამო პროკურატურის მიერ დაზარალებულად მიჩნეული პირია.

ამაღლობელის საქმეს დასანქცირებული მოსამართლე ნინო სახელაშვილი განიხილავს. ის ესტონეთმა 2025 წლის 3 მარტს დაასანქცირა სწორედ „მზია ამაღლობელის საქმეზე“ – ჟურნალისტის მიმართ ადამიანის უფლების დარღვევის გამო. სახელაშვილს სისხლის სამართლის კვალიფიკაცია არ აქვს.

მზია ამაღლობელი 11 იანვრის აქციაზე ბათუმში თავდაპირველად ადმინისტრაციული წესით დააკავეს – შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შენობის ღობეზე სტიკერის გაკვრისთვის: „იფიცება საქართველო”. 18 მარტს ის  ადმინისტრაციულ საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2 ათასი ლარით დააჯარიმა. 

მეტის ნახვა