სიწითლე ალბათ მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის დაურტყამს | ექსპერტი

ექსპერტი

სიწითლე ალბათ მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის დაურტყამს - განაცხადა  მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე  სასამართლო ექსპერტმა, გივი ჩხარტიშვილმა. მან სილის გაწვნის შემდეგ ირაკლი დგებუაძეს ექსპერტიზა ჩაუტარა. მისივე თქმით, დგებუაძე მარჯვენა ყურის არეში ტკივილს უჩიოდა. ჩხარტიშვილმა სასამართლო პროცესზე ასევე აღნიშნა, რომ მას დგებუაძის სხეულზე დაზიანების ობიექტური მიზეზი არ დაუფიქსირებია.

“სიწითლე ალბათ მეც მაქვს ახლა სახეზე, მაგრამ ხელი არავის დაურტყამს” - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.

"ბათუმელების|ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დღეს განახლდა. მედიამენეჯერი პოლიციელზე სილის გაწვნის გამო 4 თვეზე მეტია პატიმარია. 

მეტის ნახვა