ახალი ამბები • 1753191300
პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება

პატარა მარიამს საზოგადოების დახმარება სჭირდება - ბავშვი რეანიმაციაში წევს.
მარიამი 6 თვიანი დაიბადა, 3 თვის განმავლობაში იყო ინკუბატორში, ჟანგბადდამოკიდებული. ბავშვს დაუდგინდა დღენაკლულთა რეთინოპატია და ძალიან რთული ნევროლოგიური მდგომარეობით გამოწერეს საავადმყოფოდან. ბავშვს ასევე აღმოაჩნდა ცერემბრალური დამბლა. მარიამს კვლევებისთვის თურქეთში გადაყვანა ესაჭიროება, რისი ფინანსური რესურსი ოჯახს არ აქვს. ამჯერად მარიამს ფილტვების პრობლემებიც აქვს.
მარიამის დედა საზოგადოებას დახმარების თხოვნით მიმართავს.
"მარიამი დაიბადა 6 თვიანი,3 თვე იყო ინკუბატორში ჟანგბადზე შეერთებული. არავის ეგონა თუ გადარჩებოდა მაგრამ გადარჩა.დღენაკლულთა რეთინოპათია დაუდგინდა იქვე 3 სტადია,ორივე თვალში გაუკეთდა ნემსი ავასტინი,ახლა აქვს 1 სტადია.თავში 2 ხარისხის ჩაქცევით,რეთინოპატიით და ძალიან რთული ნერვოლოგიური მდგომარეობით გამოწერეს მარიამის ინკუბატორიდან.
მას მერე დაუდგინდა რომ აქვს ცერემბრალური დამბლა,ვერ წვება ზურგზე,ვერც მუცელზე,ვერ ხედავს,დაახლოებით 2 თვეა დაუდასტურდა ეპილეფსია დანიშნული აქვს საბრილი მაგრამ მაინც აქვს შეტევები.
ბავშვი ახლა არის 9 თვის, ასაკთან შედარებით წონით არის პატარა.
გადასაყვანია თურქეთში რათა გაუკეთდეს ყველანაირი კვლევა." -ამბობს დედა
GE46BG0000000035191000 საქართველო
GE93TB7657845064300105 თიბისი
მიმღები: ლ.ხ.

1753088752

1753081523

1745312322