[რიჟვაძე] კობახიძის დავალებით, ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ შესთავაზონ გარიგება | ლევან ხაბეიშვილი

რიჟვაძე

ლევან ხაბეიშვილი "თორნიკე რიჟვაძის საქმეზე" კიდევ ერთ სკანდალურ განცხადებას აკეთებს. ოპოზიციონერი აცხადებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის დავალებით,  ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ გარიგება შესთავაზონ.

"კობახიძე-მდინარაძემ აიღო პასუხისმგებლობა ბიძინასთან, რომ რიჟვაძის "საქმეს" მიხედავენ და "ატვეჩაიშიც" ჩანდგნენ.


შესაბამისად, კობახიძის დავალებით ფაქტობრივ მძევლობაში ჰყავთ თურქეთის საავადმყოფოში და ელოდებიან მისი მდგომარეობის გაუმჯობესებას, რომ თავისუფლებისა და სიცოცხლის სანაცვლოდ შესთავაზონ გარიგება!!! (ოჯახმა ცხადია იცის უკვე პირობები) - სიმართლის ნაცვლად ყველაფერი დააბრალოს ოპოზიციასა და ოპოზიციურ მედიებს.


მხოლოდ ამიტომ არის, რომ ერთი ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია არც პროკურატურას და არც “შსს”-ს.


უნდა ესმოდეს ყველას, რომ საქმე გვაქვს ბანდფორმირებასთან, მკვლელებთან, რომლებსაც ნებისმიერ დროს შეუძლიათ “კილერის” დაქირავება და ადამიანის მკვლელობა!

გასაგებია, რომ რიჟვაძე ვერ გაწირავს მის ოჯახსა და გარემოცვას მკვლელ ივანიშვილთან დაპირისპირებაში და გააკეთებს იმას, რა ინსტრუქციაც მიუვა“ -  წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში 

მეტის ნახვა