ახალი ამბები • 1751012220
გაიმართება თუ არა რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები - უკრაინის შს მინისტრის განცხადება
უცხოეთი
1646028643
ომის 5-ე დღის თავზე, შესაძლოა, რუსეთ-უკრაინას შორის მოლაპარაკებები გაიმართოს. როგორც, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი იენინი აცხადებს, ორ ქვეყანას შორის მოლაპარაკება დღეს, 28 თებერვალს, უნდა გაიმართოს.
რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ევგენი იენინმა განაცხადა.
მოლაპრაკებების აუცილებლობაზე საუბრობს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიც. მისი განცხადებით, უკრაინის დელეგაცია რუსეთის დელეგაციას უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე შეხვდება.
„შევთანხმდით, რომ უკრაინის დელეგაცია შეხვდება რუსეთის დელეგაციას ყოველგვარი წინაპირობების გარეშე, უკრაინა - ბელარუსის საზღვარზე, მდინარე პრიპიატის რაიონში“, - დაწერა ზელენსკიმ „ფეისბუქზე“.

გიორგი ვაშაძე დააკავეს
1750760310
მეტის ნახვა