ახალი ამბები • 1749026697
„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“ | წარწერა დაფაზე ბსუ-ს აუდიტორიაში
ახალი ამბები
1748851510

„ლუკა ნაცვლიშვილი პოლიტპატიმარია“- ეს წარწერა დატოვეს დაფაზე ბსუ-ს აუდიტორიაში სტუდენტებმა, სადაც მოსამართლე გულიკო კაჟაშვილი ლექციას ატარებს. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებული სურათი პირდაპირ ჩართვაში აჩვენა არჩილ ბერიძემ, რომელიც ბსუ-ს მაგისტრანტია.
ბერიძე ფეისბუქ ლაივში ჰყვება, რომ დაფაზე წარწერის დატოვების შემდგომ, რამდენიმე სტუდენტმა გულიკო კაჟაშვილის ლექცია პროტესტის ნიშნად დატოვა.
"ამ ადამიანს ლექციების ჩატარება მოუწევს ამ წარწერის ფონზე, არ ვიცი, მისთვის მორალურად რამდენად შემაწუხებელია, მაგრამ მგონია, რომ სადღაც შეწუხდა“, ამბობს ბერიძე თქვა ფეისბუქ ლაივში.
გაგახსენებთ, რომ მოსამართლე გულიკო კაჟაშვილმა, რამდენიმე დღის წინ, 19 წლის სტუდენტს, ლუკა ნაცვლიშვილს 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ბათუმში კაცი დაჭრეს | დაკავებულია ერთი პირი
1739131407
მეტის ნახვა