საძოვარზე კაცს თავს ხარი დაესხა

ხარი

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, 52 წლის კაცს საძოვარზე ხარი დაესხა თავს. შემთხვევა სოფელ ჯიგრაშენში მოხდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავი" წერს.

მიღებული დაზიანებების გამო, დაშავებული კაცი კლინიკაში გადაიყვანეს.

ახალქალაქის ჰოსპიტლის მენეჯერის ინფორმაციით, პაციენტს ნეკნების მოტეხილობა აღენიშნებოდა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე ბინაზე გაეწერა.

მეტის ნახვა