საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება - ახალი სოციალური პროგრამა

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმება - 1-ელი მარტიდან სოციალური შემწეობის მიმღები შრომისუნარიანი პირებისთვის ახალი პროგრამა იწყება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, არსებული სოციალური ვითარება, შრომისუნარიან მოქალაქეებს უმოქმედობისკენ უბიძგებს. მისივე ცნობით, საზოგადოებრივ სამუშაოზე დასაქმების შემთხვევაში, მოსარგებლის ოჯახს სოციალური დახმარება 4 წლის განმავლობაში არ შეუწყდება. ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალური შემწეობა არ შეუწყდება შრომისუნარიან იმ მოქალაქესაც, რომელიც დასაქმებაზე უარს იტყვის.

მეტის ნახვა